სტივენ ჰოკინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტივენ ჰოკინგი
ინგლ. Stephen William Hawking
Stephen Hawking.StarChild.jpg
დაბ. თარიღი 8 იანვარი, 1942(1942-01-08)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17]
დაბ. ადგილი ოქსფორდი[1]
გარდ. თარიღი 14 მარტი, 2018(2018-03-14)[5] [18] [19] [7] [4] [8] [9] [11] [12] [13] [16] [17] (76 წლის)
გარდ. ადგილი კემბრიჯი[18]
დასაფლავებულია უესტმინსტერის სააბატო[20]
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom (3-5).svg გაერთიანებული სამეფო[21]
საქმიანობა ფარდობითობის ზოგადი თეორია, კვანტური გრავიტაცია, თეორეტიკული ფიზიკა[22] , კოსმოლოგია, გამოყენებითი მათემატიკა[22] , სამყარო[22] და შავი ხვრელი[22]
მუშაობის ადგილი გონვილი და კაიუსის კოლეჯი[23] , კემბრიჯის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი[23] , Perimeter Institute for Theoretical Physics[24] და კემბრიჯის უნივერსიტეტი[25] [26]
ალმა-მატერი საუნივერსიტეტო კოლეჯი, ტრინიტი-ჰოლი[27] , სენტ-ოლბანსის სკოლა, კემბრიჯის უნივერსიტეტი[28] , სენტ-ოლბანსის ქალთა უმაღლესი სკოლა და Byron House School
სამეცნიერო ხარისხი ხელოვნების ბაკალავრი და დოქტორის ხარისხი
მეუღლე ჯეინ უაილდ ჰოკინგი[29] და ელაინ მესონი
მამა Frank Hawking[30]
დედა Isobel Eileen Hawking[30]
შვილ(ებ)ი ლუსი ჰოკინგი, რობერტ ჰოკინგი და ტიმ ჰოკინგი
ჯილდოები ალბერტ აინშტაინის მედალი[31] , ვოლფის პრიზი ფიზიკაში[32] , კოპლის მედალი[33] [34] , თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი[35], Special Breakthrough Prize in Fundamental Physics[36] , Companion of Honour[37] [38] , ედინგტონის მედალი[39] , ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი[40] , ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი[37], ნეილორის პრემია[41] , ოსკარ კლაინის მედალი[42] , ჰიუზის მედალი[43] , სამეფო საზოგადოების სამეცნიერო წიგნების პრემია[44] , ალბერტის მედალი[45] [46] , მიჩელსონ-მორლის ჯილდო[47] , ფონსეკას პრემია[48] , პიუს XI-ის მედალი[49] , მაქსველის მედალი და პრემია[50] , დირაკის მედალი[51] , ადამსის პრემია, ენდრიუ გემანტის პრემია[52] , The James Smithson Bicentennial Medal[53] , რობერტ ჰაინლაინის მემორიალური პრემია[54] , Princess of Asturias Award for Concord[55] , ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[37] , ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[37] , მარსელ გროსმანის პრემია[56] , ფრანკლინის მედალი[57] , BBVA ფონდის საზღვრების ცოდნის ჯილდო[58] , ბოდლის მედალი[59] , Gold medal of the Spanish National Research Council[60] , ალბერტ აინშტაინის პრემია, ხელოვნების სამეფო საზოგადოების წევრი, პრისტონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[61] , დენი ჰაინემანის პრიზი მათემატიკურ ფიზიკაში[62] [63] , ლილიენფელდის პრემია[64] [64] , Princess of Asturias Awards, ფუნდამენტური ფიზიკის პრიზი, სამეფო საზოგადოების წევრი, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, ბრტიანეთის იმპერიის ორდენი და ღირსების კავალერის ორდენი
ხელმოწერა Hawkingsig.svg
საიტი hawking.org.uk

სტივენ უილიამ ჰოკინგი (ინგლ. Stephen William Hawking; დ. 8 იანვარი, 1942, ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი — გ. 14 მარტი, 2018) — ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი. ფიზიკო-თეორეტიკოსებს შორის იგი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მოწინავე მეცნიერი. ძირითადად მოღვაწეობდა კოსმოლოგიასა და კვანტურ გრავიტაციაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტივენ ჰოკინგი დაიბადა 1942 წლის 8 იანვარს ინტელექტუალურ ოჯახში, მამა ექიმი იყო, დედა — ლიბერალური პარტიის აქტივისტი. სანტ ალბანსის სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მამის მსგავსად გააგრძელა ოქსფორდის უნივერსიტეტში. მამის სურვილის მიუხედავად და მისაგან განსხვავებით, მედიცინის ნაცვლად, მათემატიკის შესწავლა გადაწყვიტა, მაგრამ რადგან უნივერსიტეტში მათემატიკური განათლების მიღება შეუძლებელი იყო, იგი ფიზიკით დაინტერესდა. 21 წლის ასაკში ახალგაზრდა ფიზიკოსს განუვითარდა ლუ გერიგის დაავადება ანუ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი — მძიმე განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადება, რომელიც ნერვკუნთოვანი ადამიანს უკარგავს მოძრაობის უნარს და მას სრულიად უმწეოს ხდის — რომელმაც საბოლოოდ 30 წლის ჰოკინგი დამბლამდე მიიყვანა. უნივერსიტეტი 1962 წელს დაამთავრა. იმ დროისთვის ოქსფორდში თეორიული ფიზიკის შესწავლით არავინ იყო დაკავებული, ამიტომ ჰოკინგი კოსმოლოგიის შესასწავლად კემბრიჯში გადავიდა. 1965 წელს დაქორწინდა ჯეინ უაილდზე. წყვილს მოგვიანებით შეეძინა ერთი გოგო და ორი ბიჭი. კემბრიჯში მან ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი და 1968 წელს კემბრიჯის ასტრონომიის ინსტიტუტში პროფესორის ადგილი მიიღო.

1973 წელს იგი გადავიდა კემბრიჯის უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემეტიკისა და თეორიული ფიზიკის ფაკულტეტზე. 1974 წელს იგი გახდა ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი. 1979 წელს კი ლუკასის მათემატიკის პროფესორის პოსტი დაიკავა. ეს თანამდებობა კემბრიჯის უნივერსიტეტში 1669 წელს შემოიღო ღირსმა სერ ჰენრი ლუკასმა და 300 წლის წინ იგი ისააკ ნიუტონს ეჭირა.

1985 წელს მან ყელზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც დაკარგა მეტყველების უნარი. მეგობრებმა ფიზიკოსს აჩუქეს მეტყველების სინთეზატორი. მას შეეძლო მხოლოდ მარჯვენა ხელის თითების მოძრაობა, რის ხარჯზეც იგი მართავდა კომპიუტერს. კომპიუტერის საშუალებით იგი მიმართავდა საზოგადოებასაც. მოგვიანებით ჰოკინგს მეუღლესთან ურთიერთობა დაეძაბა, საბოლოოდ წყვილი ერთმანეთს გაშორდა. 1995 წელს ჰოკინგი ხელმეორედ დაქორწინდა, თუმცა 2006 წელს ერთმანეთს გაშორდნენ.[66]

არის 12 საპატიო სამეცნიერო წოდების და მრავალი პრემიის, მედლებისა და ორდენების კავალერი, დიდი ბრიტანეთის სამეფო სამეცნიერო საზოგადოებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის წევრი. მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, ჰოკინგი ეწეოდა აქტიურ ცხოვრებას. იგი აგრეთვე მოღვაწეობდა, როგორც მეცნიერების პოპულარიზატორი. იგი გარდაიცვალა 2018 წლის 14 მარტს, კემბრიჯში.

სამეცნიერო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოკინგის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად მიმართულია დიდი აფეთქების ფიზიკური საფუძვლების ახსნასა და შავი ხვრელების შიგნით სივრცისა და დროის მნიშვნელოვანი დეფორმაციის გამოკვლევისკენ. როჯერ პენროუზთან ერთად მან დაასკვნა, რომ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით დრო და სივრცე შეიქმნა დიდი აფეთქების დროს. ამ შედეგებმა მოითხოვა ფარდობითობის თეორიისა და კვანტური მექანიკის სინთეზი. ჰოკინგი იმედოვნებს, რომ ფიზიკის ამ ორი დიდი თეორიის გაერთიანებით შესაძლებელი იქნება განხორციელდეს XX საუკუნის ფიზიკოსთა მისწრაფება შეიქმნას ბუნების ძალთა დიდი გაერთიანების თეორია.

ჰოკინგის ცნობილი სამეცნიერო შრომებია „დროისა და სივრცის მსხვილმასშტაბური სტრუქტურა“, „ფარდობითობის ზოგადი ავტორის თეორია: აინშტაინის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიმოხილვა“, „გრავიტაციის 300 წელი”; ასევე წიგნები „დროის მოკლე ისტორია“, „შავი ხვრელები, ახალგაზრდა სამყარო“.

პოპულარულ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტივენ ჰოკინგის საუბარი ჟღერს პინკ ფლოიდის სიმღერებში „Keep Talking“ (ალბომიდან The Division Bell) და „Talkin Hawkin'“ (ალბომიდან The Endless River).

2014 წელს გამოვიდა ბრიტანული ბიოგრაფიული ფილმი „ყველაფრის თეორია“. ჰოკინგის როლს ედი რედმეინი ასრულებს.[67]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
Wikiquote-logo-ka.png
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118761285 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. MacTutor History of Mathematics archive
  3. SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 Stephen Hawking dies aged 76BBC, 2018.
  6. Discogs — 2000.
  7. 7.0 7.1 NooSFere — 1999.
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  9. 9.0 9.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  10. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  11. 11.0 11.1 Identifiants et RéférentielsABES, 2011.
  12. 12.0 12.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  13. 13.0 13.1 GeneaStar
  14. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  15. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  16. 16.0 16.1 The Fine Art Archive — 2003.
  17. 17.0 17.1 Munzinger Personen
  18. 18.0 18.1 Stephen Hawking, modern cosmology's brightest star, dies aged 76The Guardian, 2018. — ISSN 1756-3224; 1354-4322
  19. Prajavani
  20. https://www.francetvinfo.fr/monde/royaume-uni/stephen-hawking-sera-enterre-au-cote-de-newton-et-darwin-a-l-abbaye-de-westminster_2666542.html
  21. https://web.archive.org/web/20170324032948/http://jeugdliteratuur.org/auteurs/stephen-hawking
  22. 22.0 22.1 22.2 22.3 Czech National Authority Database
  23. 23.0 23.1 Professor Stephen Hawkingკემბრიჯის უნივერსიტეტი.
  24. Physicist Stephen Hawking accepts post at Waterloo instituteToronto Star, 2008.
  25. http://news.bbc.co.uk/1/hi/england/cambridgeshire/8282358.stm
  26. http://www.damtp.cam.ac.uk/people/s.w.hawking/
  27. Hawking S. Properties of expanding universes — 1966. — 117 p. — doi:10.17863/CAM.11283
  28. Mathematics Genealogy Project — 1997.
  29. https://science.howstuffworks.com/dictionary/famous-scientists/physicists/stephen-hawking1.htm
  30. 30.0 30.1 geni.com — 2006. — 175000000 ეგზ.
  31. http://www.einstein-bern.ch/index.php?lang=en&show=medaille
  32. http://www.wolffund.org.il/index.php?dir=site&page=winners&cs=341
  33. https://royalsociety.org/awards/copley-medal/
  34. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  35. http://www.senate.gov/pagelayout/reference/two_column_table/Presidential_Medal_of_Freedom_Recipients.htm
  36. https://breakthroughprize.org/Ceremonies/1
  37. 37.0 37.1 37.2 37.3 Google Books — 2005.
  38. http://www.amphilsoc.org/memhist/search?creator=hawking&title=&subject=&subdiv=&mem=&year=&year-max=&dead=&keyword=&smode=advanced
  39. http://articles.adsabs.harvard.edu/full/seri/QJRAS/0016/0000359.000.html
  40. https://www.ras.org.uk/awards-and-grants/awards/268
  41. http://archive.is/Nbs8
  42. http://www.okc.albanova.se/research/memorial-lecture/earlier-lectures
  43. https://royalsociety.org/awards/hughes-medal/
  44. https://royalsociety.org/awards/science-books/stephen-hawking/
  45. https://web.archive.org/web/20111001064139/http://www.thersa.org/about-us/history-and-archive/medals/albert-medal
  46. https://www.thersa.org/about/albert-medal/past-winners
  47. http://www.phys.cwru.edu/events/mmal.php
  48. http://www.usc.es/en/cursos/conciencia/premio_fonseca2008.html
  49. http://www.casinapioiv.va/content/dam/accademia/pdf/vari/hawking_piusximedalbooklet.pdf
  50. http://www.iop.org/about/awards/career/maxwell/medallists/page_38660.html
  51. http://www.iop.org/about/awards/gold/dirac/medallists/page_38431.html
  52. http://www.aip.org/aip/awards/gemant-award/stephen-hawking
  53. http://newsdesk.si.edu/about/awards
  54. http://www.nss.org/awards/heinlein_award.html
  55. http://www.fpa.es/en/prince-of-asturias-awards/awards/1989-stephen-hawking.html?especifica=0&identificador=350&
  56. http://www.icra.it/MG/awards/Welcome.htm
  57. https://www.fi.edu/laureates/stephen-w-hawking
  58. http://www.fbbva.es/TLFU/tlfu/ing/microsites/premios/fronteras/galardonados/2015/ciencias.jsp
  59. http://www.bodleian.ox.ac.uk/news/2015/mar-20
  60. http://elpais.com/diario/1989/10/10/sociedad/623977210_850215.html
  61. https://www.cambridge-news.co.uk/news/cambridge-news/stephen-hawking-dead-cambridge-university-14408677
  62. http://www.aps.org/programs/honors/prizes/heineman.cfm
  63. https://www.aps.org/programs/honors/prizes/heineman.cfm
  64. 64.0 64.1 https://www.aps.org/programs/honors/prizes/lilienfeld.cfm
  65. 65.0 65.1 65.2 65.3 http://old.elementy.ru/nauchno-populyarnaya_biblioteka/434041/Put_v_nebesa
  66. Hawking and second wife agree to divorce — Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-27. ციტირების თარიღი: 2021-07-16.
  67. The Theory of Everything (2014). IMDb